სიახლეები

სიახლეები

17 აპრილი, 2019

მდგრადი განვითარების ახალგაზრდული ფორუმი გორში

ღონისძიება, რომლის მიზანიც მგრადი განვითარებისა და მისი პრიორიტებების შესახებ ახალგაზრდების ინფორმირება იყო, გორის მერიის თანადაფინანსებით ჩატარდა. ფორუმის ორი ყველაზე აქტიური მონაწილიდან ერთი რუმინეთში, ხოლო მეორე პოლონეთში გაცვლითი სასწავლო პროგრამის ფარგლებში ორი კვირით გაემგზავრება.

ორივე დელეგატი ნიკოლოზ ჯაბახიძეც და მარიამ მახვილაძეც პრიზებით ორგანიზაცია "ქართლოსმა" დააჯილდოვა. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს, რომლებშიც 100 - მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა, გორის სასწავლო უნივერსიტეტი 3 დღის განმავლობაში მასპინძლობდა.

მდგრადი განვითარება გულისხმობს ცხოვრების დონის ხარსხის ზრდას ეკონომიკური განვითარების ისეთი ფორმით, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს გარემოს დაცვის საკითხებს. ღონისძიება ა(ა)იპ "ლიდერთა ლიგის" ორგანიზებით ჩატარდა. ფორუმი გორში პირველად გასულ წელს ჩატარდა. ღონისძიებამ ტრადიციული ხასიათი მიიღო და ყოველ წელს გაიმართება.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით