სიახლეები

მთავარი

25 აპრილი, 2026

საინფორმაციო შეხვედრა

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების შიდა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გოგი ნოზაძემ, ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად საინფორმაციო შეხვედრა გამართა. მან შეხვედრაზე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ისაუბრა.

საინფორმაციო შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული ცვლილებები განიხილეს, რომლებიც 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს შეეხო.

კანონმდებლობის მიხედვით, 2025 წლიდან წვევამდელთა შერჩევა ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპით განხორციელდა, ხოლო სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში.

წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის პირობები:
საბრძოლო ქვედანაყოფი – 6 თვე, ანაზღაურება 765 ლარი.
საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფი – 8 თვე, ანაზღაურება 635 ლარი.

უმცროსი სამეთაურო თანამდებობა და წინასწარ განსაზღვრული სპეციალობით სამსახური – 11 თვე, ანაზღაურება 1275 ლარიდან 1530 ლარამდე.
11-თვიანი სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, აღნიშნული პირებს მიენიჭებათ ოფიცრის (ლეიტენანტი) ან უმცროსი სერჟანტის წოდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მთავარი
21 აპრილი, 2026
შეხვედრა ფერმერებთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით