
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

21 აპრილი, 2026
„საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლები შიდა ქართლში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ფერმერებსა და მოსახლეობას შეხვდნენ.
შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან სიმონ გულედანთან, რწმუნებულის პირველი მოადგილესთან მიხეილ ფავლენიშვილთან და გორის საკრებულოს თავმჯდომარესთან მარლენ ნადირაძესთან ერთად ესწრებოდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს საირიგაციო წყლის მომსახურების სუბსიდირების სქემის, წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების დროულად გაფორმების საჭიროების, ასევე, 2026 წლის სარწყავი სეზონის დაწყებასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ.