
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა.
სასულიერო პირები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მრევლი აღდგომის საკათედრო ტაძარში შეიკრიბა.
მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი აღევლინა.
ქალაქის ქუჩებში მსვლელობას, რომელსაც სასულიერო პირები მიუძღვოდნენ, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად შეურთდა.
მსვლელობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძართან დასრულდა.
დღესასწაული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო III-ის ლოცვა-კურთხევით პირველად გაიმართა.