სიახლეები

მთავარი

27 აპრილი, 2026

მემორანდუმი ყარაღანდასთან

გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში გორსა და ყარაღანდას შორის დამეგობრების შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი.

მემორანდუმი გორსა და ყარაღანდას შორის მიმდინარე თანამშრომლობას, ერთობლივ პროექტებსა და სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემა აღნიშნა, რომ ყარაღანდა გორისთვის პირველი დამეგობრებული ქალაქია ყაზახეთში, რაც ეკონომიკური და კულტურული დიალოგის გააქტიურების საუკეთესო წინაპირობაა.

ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში იმყოფება ასევე შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, ყაზახეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან დიასამიძე, მერის მოადგილე თორნიკე ფხაკაძე და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ქალაქ ყარაღანდაში, ოლქის გუბერნატორთან ერმაგანბეტ ბულეკპაევთან. შეხვედრაზე თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.
ერმაგანბეტ ბულეკპაევის თქმით, ყარაღანდის ოლქი, თავისი მდიდარი ნედლეულითა და სტრატეგიული მდებარეობით, ღიაა ინვესტიციებისა და ექსპორტის გაფართოებისთვის. მან განსაკუთრებული აქცენტი ტურიზმის სფეროში მჭიდრო კავშირების დამყარებაზე გააკეთა.

თავის მხრივ, სიმონ გულედანმა ხაზი გაუსვა ორ რეგიონს შორის არსებულ მსგავსებებსა და ეკონომიკურ პოტენციალს. მისი თქმით, ტურიზმის გარდა, თანამშრომლობის დიდ რესურსს სოფლის მეურნეობა, კვების მრეწველობა და სამშენებლო მასალების წარმოება იძლევა.

სხვა სიახლეები
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მთავარი
21 აპრილი, 2026
შეხვედრა ფერმერებთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით