სიახლეები

მთავარი

24 აპრილი, 2026

შეჯიბრება ბოულინგში

გორელი პარასპორტსმენები ბოულინგის ინტერმუნიციპალური ჩემპიონატის გუნდური შეჯიბრების გამარჯვებულები გახდნენ.

გასული წლის ჩემპიონებმა გამარჯვება მიმდინარე წელსაც მოიპოვეს და თემო სახოკიას სახელობის გარდამავალი თასი გორში კიდევ ერთი წლით დააბრუნეს.

პირველობა პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში მოეწყო.

ღონისძიებაში გორელებთან ერთად მონაწილეობდენენ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ვეტერანები, სამშვიდობო მისიებში დაჭრილი ჯარისკაცები, ონკოსაზოგადოების წარმომადგენლები.

აქტივობა მოეწყო „ახალგაზრდული მედიაკავშირის“ ორგანიზებით, რომელთანაც გორის მერია „სპორტული ღონისძიებებისა და პროექტების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში წლებია თანამშრომლობს.

პროექტის მიზანი შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციაა.
პროექტის მხარდამჭერები არიან გორის მუნიციპალიტეტის მერია „სოკარი“, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური. ინიციატივის გენერალური სპონსორია „აჭარაბეთი“. 

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით