
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06 , 598 26 00 01

05 იანვარი, 2023
საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ და გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტომ პატარებისთვის საახალწლო წარმოდგენა გამართა.
მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, დევნილი და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ბავშვებიც წარმოდგენას „საშობაო ქალაქს” დაესწრნენ და თოვლის ბაბუისგან საჩუქარიც მიიღეს.
საახალწლო ღონისძიებას, გორის კულტურის ცენტრმა 3, 4 და 5 იანვარს უმასპინძლა, რომელსაც1800-მდე ბავშვი დაესწრო.
ღონისძიება ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
აქციის ფარგლებში დაირგო დაახლოებით 150 სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, მათ შორის ტუია, კვიპაროსი, იფანი, ნეკერჩხალი და სხვა დეკორატიული ჯიშები. გამწვანების სამუშაოები გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა.
შეჯიბრებაში, ჩვენი ქვეყნის ოცამდე ქალაქის წარმომადგენელი ფალავნები 10 წონით კატეგორიაში იბრძოლებენ მედლების მოსაპოვებლად.
შეჯიბრებაში, რომელშიც 2013 წელს დაბადებული ფეხბურთელებისგან შემდგარი 8 გუნდი მონაწილეობდა, გარდამავალი თასის მფლობელი „თბილისის ლოკომოტივი“ გახდა.