სიახლეები

მთავარი

13 ნოემბერი, 2025

გამწვანების აქცია ვარიანში

გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ ვარიანში გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა

მერთან ერთად ღონისძიებაში ჩაერთნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი და ადგილობრივი ახალგაზრდები.

აქციის ფარგლებში დაირგო დაახლოებით 150 სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, მათ შორის ტუია, კვიპაროსი, იფანი, ნეკერჩხალი და სხვა დეკორატიული ჯიშები. გამწვანების სამუშაოები გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა.

ნერგები დაირგო სოფელ ვარიანში, საბავშვო ბაღის, მინი სტადიონისა და სპორტული სივრცის მიმდებარედ, რაც რეკრეაციული სივრცის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. 

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით