
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06 , 598 26 00 01

13 ნოემბერი, 2025
გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ ვარიანში გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა
მერთან ერთად ღონისძიებაში ჩაერთნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი და ადგილობრივი ახალგაზრდები.
აქციის ფარგლებში დაირგო დაახლოებით 150 სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, მათ შორის ტუია, კვიპაროსი, იფანი, ნეკერჩხალი და სხვა დეკორატიული ჯიშები. გამწვანების სამუშაოები გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა.
ნერგები დაირგო სოფელ ვარიანში, საბავშვო ბაღის, მინი სტადიონისა და სპორტული სივრცის მიმდებარედ, რაც რეკრეაციული სივრცის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
შეჯიბრებაში, ჩვენი ქვეყნის ოცამდე ქალაქის წარმომადგენელი ფალავნები 10 წონით კატეგორიაში იბრძოლებენ მედლების მოსაპოვებლად.
შეჯიბრებაში, რომელშიც 2013 წელს დაბადებული ფეხბურთელებისგან შემდგარი 8 გუნდი მონაწილეობდა, გარდამავალი თასის მფლობელი „თბილისის ლოკომოტივი“ გახდა.
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 50 - მდე შშმ პირს ეტლი უსასყიდლოდ გადაეცა. დამხმარე მოწყობილობის შერჩევისას მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული მომხმარებლების ინდივიდუალური საჭიროებები.