დღე : 9
ღამე : 0
კონტაქტი

სიახლეები

სიახლეები

05 იანვარი, 2023

გორში ძველი ხიდით სარგებლობა ფეხითმოსიარულეებს უკვე შეუძლიათ

"ძველ ხიდზე" ევროკავშირის გრანტის ფარგლებში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და ხიდით სარგებლობა ფეხით მოსიარულეებს უკვე შეუძლიათ.

გორის "ძველი ხიდი" ერთ-ერთია იმ ობიექტებს შორის, რომლის რეაბილიტაციაც პროექტის „ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება გორში მდგრადი განვითარების“ ფარგლებში ევროკავშირისგან მოპოვებული გრანტით განხორციელდა.

"ძველ ხიდზე" ევროკავშირის გრანტით დაფინანსებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გარდა, გორის მუნიციპალიტეტის მერია ხიდის სრული რეაბილიტაციის მიზნით, სამუშაოებს მიმდინარე წელსაც განახორციელებს.

ხიდი კულტურული მემკვიდრეობის სტატუს ატარებს.

გორის "ძველი ხიდი" 1908 წელს აშენდა. ნაგებობა წარმოადგენს საქართველოში პირველ რკინაბეტონის ხიდს. აღნიშნული პერიოდისთვის რკინაბეტონის მასალა წარმოადგენდა ინოვაციას, როგორც საქართველოსთვის ისე მსოფლიოსთვის. ხიდი სამეფოს ქუჩის დასაწყისში, მდინარე მტკვარზე მდებარეობს. ის ქალაქის ძველ უბანსა და ცენტრალურ ნაწილს რკინიგზის სადგურის დასახლებასთან აკავშირებს.

სხვა სიახლეები
მთავარი
13 ნოემბერი, 2025
გამწვანების აქცია ვარიანში

აქციის ფარგლებში დაირგო დაახლოებით 150 სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, მათ შორის ტუია, კვიპაროსი, იფანი, ნეკერჩხალი და სხვა დეკორატიული ჯიშები. გამწვანების სამუშაოები გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა.

გაიგე მეტი
მთავარი
12 ნოემბერი, 2025
გორში ნუგზარ სხირელის ხსოვნისადმი მიძღვნილი V მემორიალური ტურნირი გაიმართება

შეჯიბრებაში, ჩვენი ქვეყნის ოცამდე ქალაქის წარმომადგენელი ფალავნები 10 წონით კატეგორიაში იბრძოლებენ მედლების მოსაპოვებლად.

გაიგე მეტი
მთავარი
10 ნოემბერი, 2025
გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა

შეჯიბრებაში, რომელშიც 2013 წელს დაბადებული ფეხბურთელებისგან შემდგარი 8 გუნდი მონაწილეობდა, გარდამავალი თასის მფლობელი „თბილისის ლოკომოტივი“ გახდა.

გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით