დღე : 27
ღამე : 12
კონტაქტი

სიახლეები

სიახლეები

29 ივლისი, 2022

გორის ციხის ინფრასტრუქტურისა და საექსპოზიციო სივრცის პროექტის წარდგენა

გორის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს - გორის ციხის განვითარების ხელშეწყობის საბჭოს წევრებს კომპანია „ნიუ სითი დეველოფმენთის“ წარმომადგენლებმა გორის ციხის ვიზიტორთა ინფრასტრუქტურისა და საექსპოზიციო სივრცის პროექტი წარუდგინეს.
პროექტს კომპანია USAID-ისა და შპს "დაი გლობალ საქართველოს ფილიალის“ დაკვეთით ახორციელებს.
გორის ციხის ვიზიტორთა ინფრასტრუქტურის, საექსპოზიციო სივრცისა და მედიათეკის მოწყობის მიზანია დაიცვას და წარმოაჩინოს როგორც გორის ციხე, ასევე ქალაქი და ხაზი გაუსვას მის მნიშვნელობას.
პროექტი ხელს შეუწყობს არქეოლოგიური მემკვიდრეობის ამ უნიკალური ძეგლისა და მისი ისტორიულ - გეოგრაფიული, საფორტიფიკაციო - თავდაცვითი და ქალაქთმშენებლობითი როლის ტრადიციული და თანამედროვე მეთოდოლოგიით წარმოჩენას.

სხვა სიახლეები
მთავარი
25 აპრილი, 2024
ტანას ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარების კონცეფციის საჯარო განხილვა

საჯარო განხილვა გაიმართება 12 ივნისს, 12 საათზე 

სოფელ ბოშურში , სასტუმრო სოლო გრანდში 

გაიგე მეტი
მთავარი
18 აპრილი, 2024
გორი 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების სამზადისში

ღონისძიებას ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სპორტსმენებთან ერთად, საპატიო სტუმრის სტატუსით საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შერაზ გასრი დაესწრო.

გაიგე მეტი
მთავარი
12 აპრილი, 2024
შინდისის გმირების გზატკეცილზე დასასვენებელი სივრცე მოეწყობა

6 790 კვადრატულ მეტრზე განთავსდება საბავშვო და მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო სივრცეები, ცალფარიანი კალათბურთის მინიმოედნები, ტრენაჟორები, გარეგანათება, სარწყავი სისტემა, დეკორატიული ღობე, გაზონი, სკამები, ურნები, წყლის სოკოები და ფანჩატურები.

გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით