
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06 , 598 26 00 01

18 აპრილი, 2024
გორი 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების სამზადისში - ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიება გორის სპორტის სასახლეში გაიმართა.
ღონისძიებას ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სპორტსმენებთან ერთად, საპატიო სტუმრის სტატუსით საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შერაზ გასრი დაესწრო.
საფრანგეთის ელჩს ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მეგობრობისა და გორში სპორტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა.
ღონისძიების ფარგლებში სპორტის სასახლის ეზოში მოეწყო ცნობილი გორელი სპორტსმენების მონაწილეობით მასტერკლასები ოლიმპიურ სახეობებში: ძიუდოში, თავისუფალ ჭიდაობაში, კრივში, ძალოსნობაში, კალათბურთსა და ფეხბურთში.
მასტერკლასებთან ერთად, პატარა სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა ვიქტორინაში ოლიმპიური თამაშების შესახებ, ხოლო სპორტის ცნობილმა ოსტატებმა ისაუბრეს გორზე, როგორც, სპორტული წარმატებებით ცნობილ ქალაქზე.
ვიქტორინაში გამარჯვებულ პატარა სპორტსმენებს სპორტული ინვენტარი და წიგნები სპორტსმენებმა და სპორტული აიპების წარმომადგენლებმა გადასცეს.
მაისურები, ბლოკნოტები და კალმები გამარჯვებულებს საფრანგეთის ელჩმაც გადასცა.
სპორტული ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით 2024 წლის ზაფხულში პარიზის ოლიმპიური თამაშების პოპულარიზაციის მიზნით გაიმართა.
გორელი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე 1972 წლიდან მონაწილეობენ.
დღემდე მათ სახელზე 3 ოქროს, 6 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედალია.
2024 წლის ოლიმპიადის საგზური ამ დროისათვის 2 გორელ სპორტსმენს აქვს მოპოვებული.
აქციის ფარგლებში დაირგო დაახლოებით 150 სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, მათ შორის ტუია, კვიპაროსი, იფანი, ნეკერჩხალი და სხვა დეკორატიული ჯიშები. გამწვანების სამუშაოები გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა.
შეჯიბრებაში, ჩვენი ქვეყნის ოცამდე ქალაქის წარმომადგენელი ფალავნები 10 წონით კატეგორიაში იბრძოლებენ მედლების მოსაპოვებლად.
შეჯიბრებაში, რომელშიც 2013 წელს დაბადებული ფეხბურთელებისგან შემდგარი 8 გუნდი მონაწილეობდა, გარდამავალი თასის მფლობელი „თბილისის ლოკომოტივი“ გახდა.