დღე : 7
ღამე : -1
კონტაქტი

სიახლეები

მთავარი

29 აპრილი, 2025

„ციფრული ინტელექტი 2025“

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 200 - ზე მეტი ახალგაზრდა პროექტში „ციფრული ინტელექტი 2025“ იღებს მონაწილეობას.
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები სწავლობენ ფოტო და ვიდეო გადაღებას, ვიდეო მონტაჟს, გრაფიკულ არქიტექტურასა და პროგრამირებას.
მოზარდებს ტრენინგები ჩაუტარდებათ კიბერ უსაფრთხოების მიმართულებითაც.
„ციფრული ინტელექტი 2025“ გორის მერიისა და ა(ა)იპ „ქართული გენია ჰოლდინგის“ თანადაფინანსებით ხორციელდება და სხვადასხვა მიმართულებით 500 - მდე ახალგაზრდის გადამზადებას ითვალისწინებს.
პროექტის მხარდამჭერები არიან სტუდია „ოქონა“, გორისა და ატენის ეპარქია, გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტო.

სხვა სიახლეები
მთავარი
05 დეკემბერი, 2025
საფეხბურთო კლუბი „გორი“ პირველად ლიგა 2 - ში იასპარეზებს

ბოლო ტურის გადამწყვეტ შეხვედრას გორმა უმასპინძლა და "გორმა" საკუთარ მოედანზე „გარდაბანი“ ანგარიშით - 5:0 დაამარცხა.

გაიგე მეტი
მთავარი
04 დეკემბერი, 2025
გორში სასკოლო - სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ეტაპი დასრულდა

სპორტის აღნიშნულ სახეობაში რეგიონალურ შეჯიბრებებში გამარჯვებისთვის გოგონებში გორის მე - 6, ხოლო ვაჟებში გორის მე -5 საჯარო სკოლების გუნდები იბრძოლებენ. 

გაიგე მეტი
მთავარი
03 დეკემბერი, 2025
შშმ პირების საერთაშორისო დღე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოწყობილ ღონისძიებას ორგანიზაცია „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრმა“ უმასპინძლა.

გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით