სიახლეები

მთავარი

05 დეკემბერი, 2025

საფეხბურთო კლუბი „გორი“ პირველად ლიგა 2 - ში იასპარეზებს

საფეხბურთო კლუბი „გორი“ მომავალი სეზონიდან ეროვნულ ლიგა 2 - ში იასპარეზებს.
 
ბოლო ტურის გადამწყვეტ შეხვედრას გორმა უმასპინძლა და "გორმა" საკუთარ მოედანზე „გარდაბანი“ ანგარიშით - 5:0 დაამარცხა.
კლუბის ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს წარმატება მიულოცა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსნტანტინე ბუზალაძემ. მატჩს ასევე ესწრებდონენ საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
 
ფეხბურთის კლუბი „გორი“ ძირითადად ადგილობრივი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. გუნდი ბოლო 10 წლის განმავლობაში ლიგა 3 - ში ასპარეზობდა და ახლა ერთი საფეხურით მაღლა - ლიგა 2-ში გადაინაცვლა.
 
გორის სახელით ამჟამად ორი პროფესიონალური საფეხბურთო გუნდი ასპარეზობს - „დილა“ და „გორი“. მომავალი სეზონიდან „დილა“ ეროვნულ ლიგა 1 - ში, ხოლო „გორი“ - ლიგა 2-ში ითამაშებს.

სხვა სიახლეები
მთავარი
07 ივლისი, 2026
მერი პროექტ „რანინას“ გამარჯვებულ დავით ლომიძეს შეხვდა
გაიგე მეტი
მთავარი
04 ივლისი, 2026
მეჯვრისხევში რობოკლუბი გაიხსნა
გაიგე მეტი
მთავარი
04 ივლისი, 2026
„ქართული ლიგა - სკოლის სცენა“
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით