დღე : 16
ღამე : 5
კონტაქტი

სიახლეები

მთავარი

30 ოქტომბერი, 2024

გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოცილაური პროგრამები

გორის მერია სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურეობის დაფინანსებასა და ერთჯერადი ფულადი დახმარებების გაცემას აგრძელებს.

დახმარებებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს.

დახმარებები განკუთვნილია იმ კატეგორიის ბენეფიციარებისთვის, რომელთა სამედიცინო მომსახურეობის ხარჯებსაც სახელმწიფო პროგრამები ნაწილობრივ, ან საერთოდ ვერ ფარავს. ზოგიერთი კატეგორიის ბენეფიციარების დახმარება კი განისაზღვრება სოციალური ქულების მიხედვით.

გორის მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის პროგრამები:
ონკოლოგიური პაციენტების დახმარება

სამედიცინო კვლევა
წლის ლიმიტი - 500 ლარი

სტაციონარული მკურნალობა
წლის ლიმიტი - 500 ლარი

ონკოლოგიური ავადმყოფების მედიკამენტებით უზრუნვეყოფა

წლის ლიმიტი - 500 ლარი

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 - ის ჩათვლით)

სამედიცინო კვლევა

წლის ლიმიტი - 500 ლარი

სტაციონარული მკურნალობა
წლის ლიმიტი - 500 ლარი

უფასო მედიკამენტებით ისარგებლებენ:

ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები;
პარკინსონიზმით დაავადებული პაციენტები;
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლით დაავადებულ პირები (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 - ის ჩათვლით)
შაქრიანი დიაბეტი ტიპი II-ით (ინსულინდამოუკიდებელი) დაავადებულ პირები (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 - ის ჩათვლით)
ბრონქიალური ასთმით დაავადებულ ადამიანები (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 - ის ჩათვლით)
ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მქონე ადამიანებს (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 - ის ჩათვლით)
თვალის ქრონიკული დაავადება (გლაუკომა) სამედიცინო კოდი H40 დან. – H42 ჩათვლით; H42* (სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000 - ის ჩათვლით)

წლის ლიმიტი - 300 ლარი

სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანების სამედიცინო დახმარება

იშვიათი დაავადებების მქონე ადამიანები
ცერებრალური დამბლის მქონე ადამიანები
დაუნის სინდრომის მატარებელი მოქალაქეები
არომატული ამინომჟავების მეტაბოლიზმის დარღვევების მქონე ადამიანები
კანის ქრონიკული (თანდაყოლილი იქთიოზი ICD Q80), დაავადების მქონე
ჰიდროცეფალიით დაავადებული ადამიანები
ოჯახური ხმელთაშუაზღვის ცხელებით დაავადებული ადამიანები

წლის ლიმიტი - 500 ლარი

აუტიზმის სპექტრის მქონე (F84.0; F84.1; F84.9;) ბავშვების (0-დან 18 წლამდე) სამედიცინო დახმარება

წლის ლიმიტი - 2000 ლარი

სკოლიოზით დაავადებული ბენეფიციარების სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება

☑️ II და III ხარისხის სკოლიოზით დაავადებული ბენეფიციარებისთვის საცურაო-გამაჯანსაღებელი კურსი საცურაო აუზზე. (არაერთჯერადი ფულადი დახმარება; სარეიტინგო ქულა 0-დან 120 000-ის ჩათვლით;).

300 ლარი

ძალადობის შედეგად ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საჭიროების მქონე ბავშვების ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსების დაფინანსება

350 ლარი

ცელიაკიით (ICD K90.0) და ფენილკეტონურიით (ICD E70.0; E70.1) დაავადებული ადამიანების სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსება (არაერთჯერადი)

1 500 ლარი

გაფანტული სკლეროზით (რეციდიული-რემისიული-პროგრესივი ფორმა EDSS4.0) დაავადებული პირების მედიკამენტების დაფინანსება (ლიმიტის ამოწურვამდე)

2 000 ლარი

გორის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამები:

სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის ღირებულების დაფინანსება (სარეიტინგო ქულა: 0-დან 120 000 ჩათვლით; ფინანსდება სახელმწიფო გრანტის არ მქონე, 50% და 70% გრანტის მქონე სტუდენტი).

წელიწადში ერთხელ - 500 ლარი;

ოლიმპიურ სახეობებში საქართველოს ნაკრების მოქმედ, სოციალურად დაუცველი (ქულა: 0-დან 120 000 ჩათვლით) სპორტსმენების დახმარება

წელიწადში ერთხელ - 500 ლარი;

შშმ სტატუსის მქონე სტუდენტების დახმარება (სტუდენტი უნდა სწავლობდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ პროგრამაზე)

5000 ლარი

დედ-მამით ობოლი ბავშვებისა (0-დან 18 წლამდე) და იმ ბავშვების (0-დან 18 წლამდე) დახმარება, რომელთა მშობლებსაც შეზღუდული აქვთ მშობლის უფლება-მოვალეობები.

წელიწადში ერთხელ - 1000 ლარი;

ბუნებრივი მოვლენებითა და ხანძრით დაზარალებული ოჯახების დახმარება (მხოლოდ საცხოვრებელი ფართის დაზიანების შემთხვევაში)

წელიწადში ერთხელ - არაუმეტეს 6000 ლარისა (ზარალის რაოდენობის გათვალისწინებით);

საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახებისა და ომის მონაწილეების დახმარება

წელიწადში ერთხელ - 400 ლარი;

საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა შშმ ვეტერანების დახმარება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით (26 მაისი) - 300 ლარი;

მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების დახმარება ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით - 300 ლარი;

საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების დახმარება "ვეტერანის დღესთან" დაკავშირებით (17 ოქტომბერი) – 200 ლარი;

წლის განმავლობაში ვეტერანების დახმარება ჯამში შეადგენს 800 ლარს;

დახმარება მე-3 შვილის შეძენისას (სარეიტინგო ქულა 0 - დან 150 000 - მდე; სამივე შვილი 0-დან 18 წლამდე)

300 ლარი

4 შვილიანი ოჯახების დახმარება (ოთხივე შვილი 0-დან 18 წლამდე; ერთ-ერთი მშობელი და შვილები უნდა იყვნენ რეგისტრირებულნი გორის მუნიციპალიტეტში)

წელიწადში ერთხელ - 500 ლარი;

5 და მეტშვილიანი ოჯახების დახმარება (ყველა შვილი 0-დან 18 წლამდე; ერთ-ერთი მშობელი და შვილები უნდა იყვნენ რეგისტრირებულნი გორის მუნიციპალიტეტში)

წელიწადში ერთხელ თითო ბავშვზე - 200 ლარი

ასი და მეტი წლის ასაკის უხუცესების დახმარება

წელიწადში ერთხელ - 1000 ლარი;

სოციალურად დაუცველი მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლების დახმარება, რომელთაც ჰყავთ ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი/შვილები (0-დან 18-წლამდე)

სარეიტინგო ქულა 0-დან – 150 000 ის ჩათვლით - 500 ლარი;

              </p>
              <div class=

სხვა სიახლეები
მთავარი
27 ოქტომბერი, 2024
იაკობობა 2024

სოფელ ვარიანში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 184 წლის იუბილე აღინიშნა.

გაიგე მეტი
მთავარი
14 ოქტომბერი, 2024
გორს დამეგობრებული ქალაქებიდან დელეგაციები სტუმრობდნენ

გორის მთავარ დღესასწაულს ,,გორის დღე 2024“ გორთან დამეგობრებული მუნიციპალიტეტების ოჟიშისა (პოლონეთი) და ბიალისტოკის (პოლონეთი) წარმომადგენლები დაესწრნენ.

გაიგე მეტი
მთავარი
09 ოქტომბერი, 2024
"გორის დღე 2024" 13 ოქტომბერს გაიმართება
გალაკონცერტი
18:00 საათიდან - ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლი“ ნართები“
20:00 საათიდან - ჯგუფი „ურსა“
 
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით