დღე : 7
ღამე : -1
კონტაქტი

სიახლეები

მთავარი

23 ივლისი, 2024

გორში ,,საზაფხულო სკოლა’’ დასრულდა

გორში ,,საზაფხულო სკოლა’’ დასრულდა.
 
პროექტი კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მიერ განხორციელდა და მასში მონაწილეობა 60 - მდე მოზარდმა მიიღო.
 
"საზაფხულო სკოლამ" ბავშვებს სამ ნაკადად უმასპინძლა. პროექტში სოციალურად დაუცველი და დევნილი ოჯახების ბავშვებმაც მიიღეს მონაწილეობა.
 
"საზაფხულო სკოლაში"ჩართულები იყვნენ როგორც განყოფილების თანამშრომლები, ასევე მოწვეული სპეციალისტები (ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი).
 
ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ არაფორმალურ გარემოში მიეღოთ მონაწილეობა სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობებში.

სხვა სიახლეები
მთავარი
05 დეკემბერი, 2025
საფეხბურთო კლუბი „გორი“ პირველად ლიგა 2 - ში იასპარეზებს

ბოლო ტურის გადამწყვეტ შეხვედრას გორმა უმასპინძლა და "გორმა" საკუთარ მოედანზე „გარდაბანი“ ანგარიშით - 5:0 დაამარცხა.

გაიგე მეტი
მთავარი
04 დეკემბერი, 2025
გორში სასკოლო - სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ეტაპი დასრულდა

სპორტის აღნიშნულ სახეობაში რეგიონალურ შეჯიბრებებში გამარჯვებისთვის გოგონებში გორის მე - 6, ხოლო ვაჟებში გორის მე -5 საჯარო სკოლების გუნდები იბრძოლებენ. 

გაიგე მეტი
მთავარი
03 დეკემბერი, 2025
შშმ პირების საერთაშორისო დღე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოწყობილ ღონისძიებას ორგანიზაცია „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრმა“ უმასპინძლა.

გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით