დღე : 16
ღამე : 5
კონტაქტი

სიახლეები

მთავარი

12 ივლისი, 2024

პროექტის ფარგლებში ბიისში ახალგაზრდების 6 ნაკადი გაემგზავრება

სოფელ ბიისში „საზაფხულო ტურისტულ - გამაჯანსაღებელი ბანაკი 2024“გაიხსნა.

ბანაკში პირევლ ნაკადზე 70 ბავშვი გაემგზავრა.

მოზარდები ბიისში გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თამარ მურალოვამ გააცილეს.

წელს ბანაკი ტანას ხეობაში გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით 14 - დან 18 წლის ჩათვლით 500 - ზე მეტ ახალგაზრდას უმასპინძლებს.

პროექტის ფარგლებში ბიისში ახალგაზრდების 6 ნაკადი გაემგზავრება. ისინი ბანაკში 5 დღეს დარჩებიან.

პროექტის ბენეფიციარები საველე პირობებში კარვებში ცხოვრებას ისწავლიან. იგეგმება ასევე ლაშქრობების, სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების მოწყობაც.

პროექტი ასოციაცია „ტონთიოსთან“ თანამშრომლობით ხორციელდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 ოქტომბერი, 2024
იაკობობა 2024

სოფელ ვარიანში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 184 წლის იუბილე აღინიშნა.

გაიგე მეტი
მთავარი
14 ოქტომბერი, 2024
გორს დამეგობრებული ქალაქებიდან დელეგაციები სტუმრობდნენ

გორის მთავარ დღესასწაულს ,,გორის დღე 2024“ გორთან დამეგობრებული მუნიციპალიტეტების ოჟიშისა (პოლონეთი) და ბიალისტოკის (პოლონეთი) წარმომადგენლები დაესწრნენ.

გაიგე მეტი
მთავარი
09 ოქტომბერი, 2024
"გორის დღე 2024" 13 ოქტომბერს გაიმართება
გალაკონცერტი
18:00 საათიდან - ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლი“ ნართები“
20:00 საათიდან - ჯგუფი „ურსა“
 
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით