დღე : 7
ღამე : -1
კონტაქტი

სიახლეები

მთავარი

17 ივლისი, 2024

პროექტ "ART HOUSE 2024"

პროექტ "ART HOUSE 20 24"-ის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ფოტოგრაფიის უფასო კურსი დასრულდა. პროექტის დასასრულს ტანას ხეობაში, ბოშურში მოეწყო 4 დღიანი „ფოტო - ბანაკი“.


პროექტის მონაწილეებმა იმუშავეს ინდივიდუალურ ფოტო პროექტის იდეებზე, მოეწყო ფირის ფოტოგრაფიის მასტერკლასი, ლაშქრობები ლევიტანას ტბასა და ბიისის ჩანჩქერზე. ახალგაზრდებმა გადაიღეს ფოტოები საკუთარი პროექტებისთვის და შექმნეს ხელნაკეთი ფოტო წიგნები.


პროექტ “ART HOUSE 20 24"-ის ფარგლებში ახალგაზრდებმა ფოტოგრაფიის საფუძვლები შეისწავლეს და შესაბამისი სერტიფიკატებიც გადაეცათ.


პროექტი “ART HOUSE 20 24” გორელ ფოტოგრაფთა კლუბისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამით ხორციელდება.


გარდა ფოტოგრაფიის კურსისა ხორციელდება და წლის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა თემატიკის ღონისძიებები, როგორებიცაა გამოფენების მოწყობა და დოკუმენტური ფილმების სერიის „ცოცხალი ისტორიების“ მომზადება.

სხვა სიახლეები
მთავარი
05 დეკემბერი, 2025
საფეხბურთო კლუბი „გორი“ პირველად ლიგა 2 - ში იასპარეზებს

ბოლო ტურის გადამწყვეტ შეხვედრას გორმა უმასპინძლა და "გორმა" საკუთარ მოედანზე „გარდაბანი“ ანგარიშით - 5:0 დაამარცხა.

გაიგე მეტი
მთავარი
04 დეკემბერი, 2025
გორში სასკოლო - სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ეტაპი დასრულდა

სპორტის აღნიშნულ სახეობაში რეგიონალურ შეჯიბრებებში გამარჯვებისთვის გოგონებში გორის მე - 6, ხოლო ვაჟებში გორის მე -5 საჯარო სკოლების გუნდები იბრძოლებენ. 

გაიგე მეტი
მთავარი
03 დეკემბერი, 2025
შშმ პირების საერთაშორისო დღე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოწყობილ ღონისძიებას ორგანიზაცია „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრმა“ უმასპინძლა.

გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით