
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06 , 598 26 00 01

22 მარტი, 2024
გორი საქართველოს ჩემპიონატებს მასპინძლობს.
სპორტის სასახლეში 19 მარტს დაიწყო და 22 მარტს დასრულდება საქართველოს ჩემპიონატები ბერძნულ - რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში 15 წლამდელებს შორის.
შეჯიბრების ორგანიზატორია საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციაა, მხარდამჭერი გორის მუნიციპალიტეტის მერია.
ამ ჩემპიონატების შედეგების მიხედვით დაკომპლექტდება ჩვენი ქვეყნის ნაკრები 15 წლამდელთა შორის, რომელიც მონაწილეობას მიიღებს 15-18 მაისს საბერძნეთში ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე.
ბოლო ტურის გადამწყვეტ შეხვედრას გორმა უმასპინძლა და "გორმა" საკუთარ მოედანზე „გარდაბანი“ ანგარიშით - 5:0 დაამარცხა.
სპორტის აღნიშნულ სახეობაში რეგიონალურ შეჯიბრებებში გამარჯვებისთვის გოგონებში გორის მე - 6, ხოლო ვაჟებში გორის მე -5 საჯარო სკოლების გუნდები იბრძოლებენ.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოწყობილ ღონისძიებას ორგანიზაცია „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრმა“ უმასპინძლა.