დღე : 9
ღამე : -1
კონტაქტი

სიახლეები

მთავარი

19 დეკემბერი, 2023

გორში მერის მრჩეველთა საბჭოს 2023 წლის ანგარიში გაიმართა

May be an image of 3 people, people studying and text May be an image of 6 people

 

 

გორის მუნიციაპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მრჩეველთა საბჭოს 2023 წლის ანგარიშს დაესწრო და წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

"მზად ვარ გავითვალისწინო თქვენი რეკომენდაციები და მადლობა, რომ ასე იაქტიურეთ მთელი წელი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა თვითმმართველობის პროცესებში და თქვენ ამ მიმართულებით მნიშვნელოვან როლს თამაშობთ" - ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა შეხვედრის დასაწყისში მრჩეველთა საბჭოს წევრებს მადლობა გადაუხადა.
 
მერის მრჩეველთა საბჭოს წლიური ანგარიშის წარდგენა პირველად გორში გაიმართა.
 
მრჩეველთა საბჭოს 2023 წლის ანგარიშს ადგილობრივი თივთმმართველობის, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
 
საჯარო განხილვაზე საბჭოს თავმჯდომარემ დაკო მურადაშვილმა აუდიტორიას მრჩეველთა საბჭოს წევრები, საბჭოს უფლებამოსილებები და განხორციელებული სამუშაოები წარუდგინა.
 
მნიშვნელოვანია, რომ წლის განმავლობაში საბჭოს მიერ გაწეულიი რეკომენდაციების ნაწილი მერიამ უკვე გაითვალისწინა, ნაწილი განხილვისა და დამუშავების პროცესშია.
 
შესრულებული რეკომენდაციები, რომელიც საბჭოს საქმიანობის ეფექტურობას, გამჭვირვალობასა და ღიაობას ეხებოდა, ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიერ, დადებითად შეფასდა - გორის მერიამ მოქალაქეთა ჩართულობისა და მონაწილეობის ინდექსში ბოლო ორ წელთან შედარებით 25% - იანი ზრდა აჩვენა.
 
შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც აუდიტორიამ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მოისმინეს.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ანგარიში საჯარო დოკუმენტია და ხელმისაწვდომია ბმულზე - 

სხვა სიახლეები
მთავარი
13 ნოემბერი, 2025
გამწვანების აქცია ვარიანში

აქციის ფარგლებში დაირგო დაახლოებით 150 სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, მათ შორის ტუია, კვიპაროსი, იფანი, ნეკერჩხალი და სხვა დეკორატიული ჯიშები. გამწვანების სამუშაოები გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა.

გაიგე მეტი
მთავარი
12 ნოემბერი, 2025
გორში ნუგზარ სხირელის ხსოვნისადმი მიძღვნილი V მემორიალური ტურნირი გაიმართება

შეჯიბრებაში, ჩვენი ქვეყნის ოცამდე ქალაქის წარმომადგენელი ფალავნები 10 წონით კატეგორიაში იბრძოლებენ მედლების მოსაპოვებლად.

გაიგე მეტი
მთავარი
10 ნოემბერი, 2025
გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა

შეჯიბრებაში, რომელშიც 2013 წელს დაბადებული ფეხბურთელებისგან შემდგარი 8 გუნდი მონაწილეობდა, გარდამავალი თასის მფლობელი „თბილისის ლოკომოტივი“ გახდა.

გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით