
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06 , 598 26 00 01

17 დეკემბერი, 2023
გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე პატარებთან ერთად აანთო.
მერთან ერთად ნაძვის ხის ანთებას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. გორის მთავარი ნაძვის ხის ანთებამდე, პატარების საახალწლო განწყობაზე იზრუნა „გორის გოგონათა გუნდმა“, “K DANCE STUDIO” - ის მოცეკვეებმა და გასართობმა ცენტრმა “HAPPY DAYS” - ის ანომატორებმა. ნაძვის ხის მიმდებარედ მოეწყო ატრაქციონებიც, რომლებიც პატარებს სადღესასწაულო დღეების დასრულებამდე მოემსახურება.




აქციის ფარგლებში დაირგო დაახლოებით 150 სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, მათ შორის ტუია, კვიპაროსი, იფანი, ნეკერჩხალი და სხვა დეკორატიული ჯიშები. გამწვანების სამუშაოები გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა.
შეჯიბრებაში, ჩვენი ქვეყნის ოცამდე ქალაქის წარმომადგენელი ფალავნები 10 წონით კატეგორიაში იბრძოლებენ მედლების მოსაპოვებლად.
შეჯიბრებაში, რომელშიც 2013 წელს დაბადებული ფეხბურთელებისგან შემდგარი 8 გუნდი მონაწილეობდა, გარდამავალი თასის მფლობელი „თბილისის ლოკომოტივი“ გახდა.