გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06 , 598 26 00 01
25 ნოემბერი, 2023
28 ნოემბერი, 12:00 საათი
გორი, თეატრის სკვერი
გამოფენა - გაყიდვაზე წარმოდგენილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების მიერ დამზადებული აქსესუარები, ნახატები, ნაქარგები, ჩანთები, სამკაულები და სხვა ხელნაკეთი ნივთები.
მათ, ვისაც მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია - რეაბილიტაციის პროცესში წვლილის შეტანა სურს, შესაძლებელია ნივთების ელექტრონულად შეძენაც მაღაზია www.Re-market.ge _ზე.
https://www.facebook.com/profile.php?id=100083232553746&mibextid=LQQJ4d
გაყიდვების შედეგად მიღებული თანხა მსჯავრდებულებს პირად ანგარიშზე ერიცხებათ.
გამოფენა - გაყიდვას „მსჯავრდებულთა მომზადებისა და გადამზადების ცენტრი“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით მართავს.
„მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირია, რომლის მიზანია მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაცია მათი პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის გზით.
სივრცის დაგეგმარების გეგმისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა დაიგეგმა 2025 წლის 7 მარტს 14:00 საათზე, შემდეგ მისამართზე: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვემო ბოშური, სასტუმრო "სოლო გრანდი".
თოვლმა და ძლიერმა ყინვამ გვიან ღამით პრობლემები შექმნა როგორც გზებზე, ასევე დააზიანა ელექტრო ენერგიის გადამცემი სადენები. ამ ეტაპისთვის ელექტრო ენერგია გათიშულია 22 სოფელში.
2024 წლის ეროვნულ გამოცდებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა 26 ახალგაზრდამ მოიპოვა.