დღე : 7
ღამე : -1
კონტაქტი

სიახლეები

მთავარი

18 ივლისი, 2023

"სამოქალაქო ბიუჯეტის" ახალგაზრდული კლუბის წევრების შეხვედრა მოსახლეობასთან

გორის მუნიციპალიტეტის პროგრამის „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში შექმნილი ახალგაზრდული კლუბის წევრები აქტიურ შეხვედრებს მართავენ ადგილობრივ მოსახლეობასთან.
 
შეხვედრების დროს კლუბის წევრები მოსახლეობას აცნობენ პროექტის შესახებ ინფორმაციას და ეხმარებიან მათ 2024 წელს განსახორიციელებელი პროექტებისთვის საინიციატივო წინადადებების მომზადებაში.
 
ახალგაზრდული კლუბი #მევგეგმავჩემიმუნიციპალიტეტისბიუჯეტს კამპანიის ფარგლებში ჩამოყალიბდა და მიზნად ისახავს მოქალაქეების უკეთ ინფორმირებას „სამოქალაქო ბიუჯეტის“ შესახებ.
პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი იდეების მიღება უკვე დაწყებულია!
თუ ხარ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 16 + მოქალაქე და გაქვს იდეა, რომელიც გინდა განხორციელდეს გორში, ეს შესაძლებლობა შენთვისაა!
"სამოქალაქო ბიუჯეტის" ფარგლებში, მოქალაქეების იდეების განსახორციელებლად, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარია გამოყოფილი.
 
იდეების მიღება 30 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
 
იდეის წარდგენისთვის აუცილებელია სპეციალური სააპლიკაციო ფორმის შევსება https://shorturl.at/DFZ14
 
შევსებული ფორმა შეგიძლია გააგზავნო ელ-ფოსტაზე: samokalakobiujeti.gori@gmail.com
ან ამობეჭდილი სახით წარადგინო მერიის შენობაში (გრიგოლ ფერაძის №5).
 
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიე ვებ-გვერდს: www.gori.gov.ge
 
ან დაგვირეკე: 593 45 14 28

სხვა სიახლეები
მთავარი
05 დეკემბერი, 2025
საფეხბურთო კლუბი „გორი“ პირველად ლიგა 2 - ში იასპარეზებს

ბოლო ტურის გადამწყვეტ შეხვედრას გორმა უმასპინძლა და "გორმა" საკუთარ მოედანზე „გარდაბანი“ ანგარიშით - 5:0 დაამარცხა.

გაიგე მეტი
მთავარი
04 დეკემბერი, 2025
გორში სასკოლო - სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ეტაპი დასრულდა

სპორტის აღნიშნულ სახეობაში რეგიონალურ შეჯიბრებებში გამარჯვებისთვის გოგონებში გორის მე - 6, ხოლო ვაჟებში გორის მე -5 საჯარო სკოლების გუნდები იბრძოლებენ. 

გაიგე მეტი
მთავარი
03 დეკემბერი, 2025
შშმ პირების საერთაშორისო დღე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოწყობილ ღონისძიებას ორგანიზაცია „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრმა“ უმასპინძლა.

გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით