
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06 , 598 26 00 01

11 ივლისი, 2023
გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოსთან არსებული ხალხური ცეკვის ანსამბლი ,,გორი" ესპანეთში გამართულ ფოლკლორულ ფესტივალებში მონაწილეობს.
ანსამბლმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის შემოქმედებით ჯგუფებთან ერთად, ესპანეთის რამდენიმე ქალაქში გამართულ 11 კონცერტში უკვე მიიღო მონაწილეობა.
გორელი ხელოვანები ესპანეთის ქალაქ მურსიაში დაგეგმილ კიდევ რამდენიმე კონცერტზე წარადგენენ საკუთარ შემოქმედებას.
აღნიშნულ საერთაშორისო ფესტივალებზე ჩვენი ქალაქის ანსამბლის ყველა გამოსვლამ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა მაყურებლის მხრიდან.
აქციის ფარგლებში დაირგო დაახლოებით 150 სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, მათ შორის ტუია, კვიპაროსი, იფანი, ნეკერჩხალი და სხვა დეკორატიული ჯიშები. გამწვანების სამუშაოები გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა.
შეჯიბრებაში, ჩვენი ქვეყნის ოცამდე ქალაქის წარმომადგენელი ფალავნები 10 წონით კატეგორიაში იბრძოლებენ მედლების მოსაპოვებლად.
შეჯიბრებაში, რომელშიც 2013 წელს დაბადებული ფეხბურთელებისგან შემდგარი 8 გუნდი მონაწილეობდა, გარდამავალი თასის მფლობელი „თბილისის ლოკომოტივი“ გახდა.