
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06 , 598 26 00 01

08 ივნისი, 2023
გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროექტის "STEM პროექტების მოდელირება და კონსტრუირება" ბენეფიციარები სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას" სტუმრობდნენ.
შინდისის სკოლის მოსწავლეები გაეცნენ ცენტრის შექმნის ისტორიას და საქმიანობას. ცენტრის ამოცანაა ეროვნული სამხედრო და სამოქალაქო მრეწველობის განვითარების ხელშეწყობა. მოსწავლეები განსაკუთრებით დაინტერესდნენ „დელტას“ მიერ წარმოებული თანამედროვე სამხედრო დანიშნულების მანქანებითა და სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებით.
STEM კლუბის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, ქ. გორში, ახალგაზრდებისთვის გამოცხადებულ ტექნოლოგიური კვირეულის პროგრამაშიც. პროგრამის მიზანი იყო ახალგაზრდების სამეწარმეო უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება. კლუბის წევრების წარდგენილმა პროექტმა „ჰაერში CO2 - კონცენტრაციის დეტეტქტორი“ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია USAID-ის წარმომადგენლებსა და საზოგადოების მხრიდან.
პროექტის „STEM პროექტების მოდელირება და კონსტრუირება“მიზანია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო და ტექნოლოგიური (STEM) სფეროების სწავლების ხარისხის გაუმჯობესება არაფორმალური განათლების საშუალებით.
ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის ,,განთლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.
აქციის ფარგლებში დაირგო დაახლოებით 150 სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, მათ შორის ტუია, კვიპაროსი, იფანი, ნეკერჩხალი და სხვა დეკორატიული ჯიშები. გამწვანების სამუშაოები გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა.
შეჯიბრებაში, ჩვენი ქვეყნის ოცამდე ქალაქის წარმომადგენელი ფალავნები 10 წონით კატეგორიაში იბრძოლებენ მედლების მოსაპოვებლად.
შეჯიბრებაში, რომელშიც 2013 წელს დაბადებული ფეხბურთელებისგან შემდგარი 8 გუნდი მონაწილეობდა, გარდამავალი თასის მფლობელი „თბილისის ლოკომოტივი“ გახდა.