დღე : 9
ღამე : 0
კონტაქტი

სიახლეები

მთავარი

16 მაისი, 2023

"ხელოვნება საზღვრების გარეშე"

"ხელოვნება საზღვრების გარეშე" _  ასე ჰქვია გორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელის მიზანიც სპექტაკლებისა და მოკლემეტრაჟიანი ფილმების შექმნაა საერთაშორისო ფესტივალებზე წარსადგენად.
 
50 ახალგაზრდა (მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდები), რომლებიც პროექტის ფარგლებში კონოხელოვნებას, სამსახიობო ხელოვნებას, გადაღებას, მონტაჟს, გრაფიკულ არქიტექტურას, სცენარის შექმნასა და ფერების კორექციას სწავლობენ, კონკურსის წესით შეირჩნენ.
 
სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, პროექტის ბენეფიციარები მონაწილეობას მიიღებენ მოკლემეტრაჟიანი ფილმების სცენარების კონკურსში. სამი საუკეთესო სცენარის მიხედვით მომზადდება ფილმები, რომლებიც გაიგზავნება საერთაშორისო ფესტივალებზე. გარდა ფილმებისა, საერთაშორისო ფესტივალებზე წარსადგენად დაიდგმება 5 სპექტაკლიც. ყველა პროდუქტი ხელმისაწვდომი იქნება ქართველი მაყურებლისთვის.
 
პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდები შექმნიან ასევე გორის მუნიციპალიტეტის საიმიჯო ვიდეორგოლებსაც.
4 თვიანი პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 5 კინოჩვენებაც, რის შემდეგაც ახალგაზრდები მოაწყობენ დებატებს და იმსჯელებენ სხვადასხვა სოციალურ თემებზე.
 
პროექტი, რომელიც წარმატებული ბენეფიციარების დასაქმებასაც ითვალისწინებს, ა(ა)იპ „ჭკვიანი მომავალი“ ახორციელებს.
ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
13 ნოემბერი, 2025
გამწვანების აქცია ვარიანში

აქციის ფარგლებში დაირგო დაახლოებით 150 სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, მათ შორის ტუია, კვიპაროსი, იფანი, ნეკერჩხალი და სხვა დეკორატიული ჯიშები. გამწვანების სამუშაოები გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა.

გაიგე მეტი
მთავარი
12 ნოემბერი, 2025
გორში ნუგზარ სხირელის ხსოვნისადმი მიძღვნილი V მემორიალური ტურნირი გაიმართება

შეჯიბრებაში, ჩვენი ქვეყნის ოცამდე ქალაქის წარმომადგენელი ფალავნები 10 წონით კატეგორიაში იბრძოლებენ მედლების მოსაპოვებლად.

გაიგე მეტი
მთავარი
10 ნოემბერი, 2025
გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა

შეჯიბრებაში, რომელშიც 2013 წელს დაბადებული ფეხბურთელებისგან შემდგარი 8 გუნდი მონაწილეობდა, გარდამავალი თასის მფლობელი „თბილისის ლოკომოტივი“ გახდა.

გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით