დღე : 17
ღამე : 5
კონტაქტი

სიახლეები

მთავარი

11 მაისი, 2023

შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციაში საძოვრების მდგრადი მართვის კონცეფციის დოკუმენტი განიხილეს

შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციაში საძოვრების მდგრადი მართვის კონცეფციის დოკუმენტი განიხილეს.
 
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, „საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის დოკუმენტი“ შეიმუშავა. დოკუმენტის საფუძველზე, საძოვრებით მდგრადი სარგებლობისა და მათი დაცვის ერთიანი, თანმიმდევრული მიდგომები უნდა ჩამოყალიბდეს.
 
კონცეფციის დოკუმენტი შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) წარმომადგენლებმა გორში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.
 
შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით, მოხდება საძოვრის სტატუსების კანონით განსაზღვრა;
 
 
ასევე, სახელმწიფოსა და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული საძოვრებით სარგებლობის რეჟიმების შემოღება, რაც გულისხმობს როგორც საერთო სარგებლობას, ასევე იჯარას.
 
კონცეფციის თანახმად, მართვის მუნიციპალური გეგმების მიხედვით მოხდება საძოვრების იდენტიფიცირება, კლასიფიკაცია, ზონირება და სარგებლობის რეჟიმების დადგენა.
 
საძოვრების საერთო სარგებლობის სისტემა დაინერგება სასოფლო დასახლებების ახლომდებარე საძოვრებზე.
 
 
შეიქმნება მოსარგებლეთა გაერთიანებები და მათ სარგებლობაში გადაეცემათ სოფლის საძოვრები.
დანარჩენი საძოვრების გამოყენება შესაძლებელი იქნება იჯარით.
 
პოლიტიკის დოკუმენტი საფუძვლად დაედება საძოვრების მართვის საკანონმდებლო პაკეტის მომზადებას.
 
„საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის“ დოკუმენტი შემუშავდა პროექტის „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ფარგლებში ჩამოყალიბებულ უწყებათშორის სამუშაო ჯგუფთან კოორდინაციით, ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტების მიერ. პროექტის მხარდამჭერია გლობალური გარემოს დაცვის ფონდი (GEF).

სხვა სიახლეები
მთავარი
26 მარტი, 2024
ვულოცავთ ჩვენ ქვეყანას ამ გამარჯვებას !

ვულოცავთ ჩვენ ქვეყანას ამ გამარჯვებას !   მადლობა ბიჭებს ამ სიხარულისთვის !

გაიგე მეტი
მთავარი
26 მარტი, 2024
შეხვედრა თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების შესახებ

აქცენტი გაკეთდა თამბაქოს ახალი პროდუქტების (ელექტრო სიგარეტი, გასახურებელი თამბაქო) მასობრივი გავრცელების პრობლემაზე

გაიგე მეტი
მთავარი
25 მარტი, 2024
გორში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო მომდევნო სამი თვის გეგმას შეიმუშავებს

28 მარტი, 16:00 საათი

გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით