დღე : 7
ღამე : -1
კონტაქტი

სიახლეები

მთავარი

11 მაისი, 2023

გორში პირველად, გორის მერია იპოთერაპიის კურს აფინანსებს

გორში პირველად, გორის მუნიციპალიტეტის მერია იპოთერაპიის კურს აფინანსებს.



მერიის თანადაფინანსებულ პროექტს „შშმ პირთა სამკურნალო და სპორტულ - განმაჯანსაღებელი საცხენოსნო კლუბი კენტავრი“ ახორციელებს.



პროექტში ჩართულია საჭიროების მქონე შშმ პირები 6 წლიდან ზემოთ. მათი რეაბილიტაცია/აბილიტაცია და სოციალიზაცია საცხენოსნო თერაპიის - იპოთერაპიის გამოყენებით ხორციელდება.

შშმ პირთა და ბავშვთა იპოთერაპია ხელს უწყობს ფსიქოლოგიური ბარიერების დაძლევას, ინტეგრაციას, მოტორიკის განვითარებას, ქცევითი ჩვევებისა და გონებრივი განვითარების ხელშეწყობას.

„შშმ პირთა სამკურნალო და სპორტულ - განმაჯანსაღებელი საცხენოსნო კლუბ კენტავრის“ თანამშრომლები გადამზადდნენ სპეციალისტების მიერ. კლუბს პირადად სტუმრობდნენ აკადემიკოსი, საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი დიმიტრი წვერავა, სპეციალისტები ეკა შეშაბერიძე და მანონი ლორია და „კენტავრის“ წარმომადგენლებს პრაქტიკული რჩევები მისცეს.

თანადაფინანსებული პროექტის მიზანია შშმ პირების რეაბილიტაცია/აბილიტაცია, ფსიქო - ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესება და სოციალური ადაპტაცია იპოთერაპიის საშუალებით, ასევე იპოთერაპიის პოპულარიზაცია და შშმ პირთა საცხენოსნო შეჯიბრებების ორგანიზება.

იპოთერაპიით დაინტერესებულმა პირებმა შეგიძლიათ მიმართოთ საცხენოსნო კლუბ „კენტავრს“.
მისამართი: გორი, ცხინვალის გზატკეცილი, მე - 3 კმ.
ტელეფონი: 577390743

სხვა სიახლეები
მთავარი
05 დეკემბერი, 2025
საფეხბურთო კლუბი „გორი“ პირველად ლიგა 2 - ში იასპარეზებს

ბოლო ტურის გადამწყვეტ შეხვედრას გორმა უმასპინძლა და "გორმა" საკუთარ მოედანზე „გარდაბანი“ ანგარიშით - 5:0 დაამარცხა.

გაიგე მეტი
მთავარი
04 დეკემბერი, 2025
გორში სასკოლო - სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ეტაპი დასრულდა

სპორტის აღნიშნულ სახეობაში რეგიონალურ შეჯიბრებებში გამარჯვებისთვის გოგონებში გორის მე - 6, ხოლო ვაჟებში გორის მე -5 საჯარო სკოლების გუნდები იბრძოლებენ. 

გაიგე მეტი
მთავარი
03 დეკემბერი, 2025
შშმ პირების საერთაშორისო დღე

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოწყობილ ღონისძიებას ორგანიზაცია „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრმა“ უმასპინძლა.

გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით