დღე : 9
ღამე : 0
კონტაქტი

სიახლეები

სიახლეები

22 თებერვალი, 2023

სპორტსმენების დაფინანსება

გორის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, ოლიმპიურ სახეობებში საქართველოს ნაკრების მოქმედ, სოციალურად დაუცველ (ქულა: 0-დან 120 000-ის ჩათვლით) სპორტსმენებს წელიწადში ერთხელ 500 ლარით ეხმარება.

დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

განცხადება მერის სახელზე

ცნობა შესაბამისი ფედერაციიდან ეროვნული ნაკრების წევრობის შესახებ;

პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

სხვა სიახლეები
მთავარი
13 ნოემბერი, 2025
გამწვანების აქცია ვარიანში

აქციის ფარგლებში დაირგო დაახლოებით 150 სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, მათ შორის ტუია, კვიპაროსი, იფანი, ნეკერჩხალი და სხვა დეკორატიული ჯიშები. გამწვანების სამუშაოები გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა.

გაიგე მეტი
მთავარი
12 ნოემბერი, 2025
გორში ნუგზარ სხირელის ხსოვნისადმი მიძღვნილი V მემორიალური ტურნირი გაიმართება

შეჯიბრებაში, ჩვენი ქვეყნის ოცამდე ქალაქის წარმომადგენელი ფალავნები 10 წონით კატეგორიაში იბრძოლებენ მედლების მოსაპოვებლად.

გაიგე მეტი
მთავარი
10 ნოემბერი, 2025
გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა

შეჯიბრებაში, რომელშიც 2013 წელს დაბადებული ფეხბურთელებისგან შემდგარი 8 გუნდი მონაწილეობდა, გარდამავალი თასის მფლობელი „თბილისის ლოკომოტივი“ გახდა.

გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით