
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06 , 598 26 00 01

07 თებერვალი, 2023
გორის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია, გარდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ოფიციალური საინფორმაციო არხებისა, შეგიძლიათ მიიღოთ კიდევ ერთი ელექტრონული პლატფორმის საშუალებით.
გვერდის მისამართია - https://build.municipal.gov.ge/home
აქ შეგიძლიათ გაეცნოთ, როგორც მიმდინარე, ასევე
დაგეგმილ და დასრულებულ პროექტებსაც.
აღნიშნული ელექტრონული პლატფორმა, ერთ-ერთი მოდულია საქმისწარმოების იმ სისტემისა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში 2 წელზე მეტია დაინერგა.
გარდა ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობისა, სისტემის სხვა მოდულები გაძლევთ საშუალებას:
მიმართოთ მერიას განცახდებით - https://letters.ms.gov.ge/home
მისწეროთ თქვენი იდეა მერს - https://idea.municipal.gov.ge/home
აქციის ფარგლებში დაირგო დაახლოებით 150 სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, მათ შორის ტუია, კვიპაროსი, იფანი, ნეკერჩხალი და სხვა დეკორატიული ჯიშები. გამწვანების სამუშაოები გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა.
შეჯიბრებაში, ჩვენი ქვეყნის ოცამდე ქალაქის წარმომადგენელი ფალავნები 10 წონით კატეგორიაში იბრძოლებენ მედლების მოსაპოვებლად.
შეჯიბრებაში, რომელშიც 2013 წელს დაბადებული ფეხბურთელებისგან შემდგარი 8 გუნდი მონაწილეობდა, გარდამავალი თასის მფლობელი „თბილისის ლოკომოტივი“ გახდა.