სიახლეები

სიახლეები

18 ივლისი, 2022

პეინტბოლისა და ზიპლაინის ტურნირი შშმ პირთა მონაწილეობით

გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გორელმა შშმ პირებმა პეინტბოლისა და ზიპლაინის ინტეგრირებულ ტურნირში მიიღეს მონაწილეობა.

შეჯიბრება ბორჯომის ადაპტირებულ საველე ბანაკში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო 200–მდე შშმ პირმა, ბრძოლებში დაჭრილმა ჯარისკაცმა და ომის ვეტერანმა გორის, თბილისის, საგარეჯოს, მარნეულის, ქუთაისის, ბორჯომის, ხაშურის, ბაღდათისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებიდან.

ჩემპიონატების გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი პრიზები, ფასიანი საჩუქრები, დიპლომები და მედლები.

პროექტს გორის მუნიციპალიტეტის მერიის გარდა მხარს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური და რამდენიმე კერძო კომპანია უჭერდა.

ზიპლაინისა და პეინტბოლის ჩემპიონატები პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში განახორციელა ,,ახალგაზრდულმა მედიაკავშირმა“ . აღნიშნული ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს გორის მერიასთან და შშმ პირთა ადაპტაციის ხელშესაწყობად შეჯიბრებებს აწყობს ექსტრემალური სპორტის სხვადასხვა სახეობაში, რითაც ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციას.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით