
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

20 აპრილი, 2026
გორში, ცხინვალის გზატკეცილზე, ფეხბურთის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთსართულიანი დამხმარე შენობის მშენებლობა მიმდინარეობს.
შენობაში მოეწყობა გასახდელი ოთახები სველი წერტილებით, გათბობისა და წყალანარინების სისტემები, ელექტროობა და შეხვედრების ოთახები.
შენობა სრულად აღჭურვილი იქნება შშმ პირებისთვის, რაც უზრუნველყოფს ყველასთვის მოსახერხებელ და ხელმისაწვდომ სივრცეს.
პროექტის მიზანია სპორტსმენებისა და სტუმრებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.