
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

17 აპრილი, 2026
გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე საქართველოში ხელბურთის განვითარების პროგრამის ფარგლებში მწვრთნელებისა და საჯარო სკოლების პედაგოგების თეორიულ და პრაქტიკულ სემინარს დაესწრო.
მეცადინეობებს გერმანელი სპეციალისტი ჰელმუტ მარტინი ხელმძღვანელობს.
პროგრამის მიზანია სკოლებში ხელბურთის სწავლების თანამედროვე მეთოდების დანერგვა, პედაგოგებისა და მწვრთნელების კვალიფიკაციის ამაღლება, მოზარდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია.
პროგრამა მიმდინარეობს საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, განათლების სამინისტროს ჩართულობით და საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ინიციატივით.
სემინარებში გორის მუნიციპალიტეტის ოცამდე საჯარო სკოლის, ორასზე მეტი ბავშვი მონაწილეობდა.