
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

26 მარტი, 2026
გორში, ყიფიანის ქუჩის მიმდებარედ ახალი სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტი ითვალისწინებს საბავშვო სივრცის, გარეგანათების, სარწყავი სიტემის, გარე მოხმარების სპორტული მოწყობილობების, საპარკე ავეჯის, საჩრდილობლების, დეკორატიული ბილიკების, ღობისა და გამწვანების მოწყობას.
საპროექტო ტერიტორია, რომელსაც სამივე მხრიდან მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები ესაზღვრება,1 050 კვადრატული მეტრია.
სამუშაოები, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ხორციელდება.
პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქს კიდევ ერთი თანამედროვე და მრავალფუნქციური საზოგადოებრივი სივრცე შეემატება.