
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

25 მარტი, 2026
გორში, ცხინვალის გზატკეცილზე, ფეხბურთის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთსართულიანი დამხმარე შენობის - გასახდელის მშენებლობა მიმდინარეობს.
შენობაში მოეწყობა გასახდელი ოთახები სველი წერტილებით, გათბობისა და წყალანარინების სისტემები, ელექტროობა და შეხვედრების ოთახები.
პროექტის მიზანია სპორტსმენებისა და სტუმრებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
შენობა სრულად აღჭურვილი იქნება შშმ პირებისთვის, რაც უზრუნველყოფს ყველასთვის მოსახერხებელ და ხელმისაწვდომ სივრცეს.