
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

23 თებერვალი, 2026
გორში, გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სკოლისა და ნუგზარ სხირელის სახელობის თავისუფალი ჭიდაობის სკოლის შენობებზე სატრენაჟორო დარბაზებისთვის მსუბუქი კონსტრუქციების მიშენების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სატრენაჟორო სივრცეების ცალკე ზონაში გადატანის შემდეგ, მთავარი სავარჯიშო დარბაზები გაფართოვდება, რაც ორივე სპორტულ სკოლას შესაძლებლობას მისცემს, მიიღოს მეტი აღსაზრდელი და მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს სავარჯიშო პირობები.
პროექტის ღირებულება 274 871 ლარს შეადგენს და მისი დასრულება უახლოეს პერიოდშია დაგეგმილი. ამჟამად გურამ პაპიტაშვილისა და ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლებში სხვადასხვა ასაკის დაახლოებით 600 აღსაზრდელი ვარჯიშობს.
სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე და მერის მოადგილე თორნიკე ფხაკაძე.
„ახალი სივრცეების მოწყობა ამ ორ სკოლას მისცემს შესაძლებლობას, სატრენაჟორო დარბაზები გადაიტანონ, რის შედეგადაც ძირითადი დარბაზები გაფართოვდება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ყველამ ვიცით, რომ აქ მრავალი სხვადასხვა ასაკის აღსაზრდელი ვარჯიშობს და ინტერესი ყოველდღიურად იზრდება. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, ხელი შევუწყოთ მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მომავალი ჩემპიონების აღზრდას,“ — განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ.