სიახლეები

მთავარი

12 ივლისი, 2024

პროექტის ფარგლებში ბიისში ახალგაზრდების 6 ნაკადი გაემგზავრება

სოფელ ბიისში „საზაფხულო ტურისტულ - გამაჯანსაღებელი ბანაკი 2024“გაიხსნა.

ბანაკში პირევლ ნაკადზე 70 ბავშვი გაემგზავრა.

მოზარდები ბიისში გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თამარ მურალოვამ გააცილეს.

წელს ბანაკი ტანას ხეობაში გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით 14 - დან 18 წლის ჩათვლით 500 - ზე მეტ ახალგაზრდას უმასპინძლებს.

პროექტის ფარგლებში ბიისში ახალგაზრდების 6 ნაკადი გაემგზავრება. ისინი ბანაკში 5 დღეს დარჩებიან.

პროექტის ბენეფიციარები საველე პირობებში კარვებში ცხოვრებას ისწავლიან. იგეგმება ასევე ლაშქრობების, სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების მოწყობაც.

პროექტი ასოციაცია „ტონთიოსთან“ თანამშრომლობით ხორციელდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით