"სამოქალაქო ბიუჯეტის" ახალგაზრდული კლუბის წევრების შეხვედრა მოსახლეობასთან
გორის მუნიციპალიტეტის პროგრამის „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში შექმნილი ახალგაზრდული კლუბის წევრები აქტიურ შეხვედრებს მართავენ ადგილობრივ მოსახლეობასთან.
შეხვედრების დროს კლუბის წევრები მოსახლეობას აცნობენ პროექტის შესახებ ინფორმაციას და ეხმარებიან მათ 2024 წელს განსახორიციელებელი პროექტებისთვის საინიციატივო წინადადებების მომზადებაში.
ახალგაზრდული კლუბი #მევგეგმავჩემიმუნიციპალიტეტისბიუჯეტს კამპანიის ფარგლებში ჩამოყალიბდა და მიზნად ისახავს მოქალაქეების უკეთ ინფორმირებას „სამოქალაქო ბიუჯეტის“ შესახებ.
პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი იდეების მიღება უკვე დაწყებულია!