სიახლეები

მთავარი

14 ოქტომბერი, 2024

გორს დამეგობრებული ქალაქებიდან დელეგაციები სტუმრობდნენ

გორის მთავარ დღესასწაულს ,,გორის დღე 2024“ გორთან დამეგობრებული მუნიციპალიტეტების ოჟიშისა (პოლონეთი) და ბიალისტოკის (პოლონეთი) წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვიზიტის ფარგლებში უცხოელი სტუმრები გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს სიმონ გულედანსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრისას მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

გორის მუნიციპალიტეტის მერიას დამეგობრებულ მუნიციპალიტეტებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული, მათ შორის კულტურის, სპორტის, გამოცდილების გაზიარების, სკოლამდელი აღზრდისა თუ ახალგაზრდული მიმართულებებით.

საქმიან ვიზიტთან ერთად ოჟიშისა და ბიალისტიკოს დელეგაციებმა მონაწილეობა მიიღეს ,,გორის დღე 2024-ის“ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში, დაათვალიერეს ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია, გაეცნენ ღვინის წარმოების ტრადიციას, ქართულ სამზარეულოსა და ფოლკლორულ ცეკვებს.

გარდა ამისა, სტუმრებმა გორის მუნიციპალიტეტის პოტენციალის გასაცნობის მიზნით უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი დაათვალიერეს და ასევე, გორის ხალხური რეწვის სასწავლო მინი გალერეაში იმყოფებოდნენ , სადაც ფარდაგების ქსოვისა და თექის დამუშავების მასტერკლასები ჩაუტარდათ.

გორის მუნიციპალიტეტის მერია დამეგობრებულ ქალაქებთან თანამშრომლობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით