
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

27 სექტემბერი, 2022
ამ დღესთან დაკავშირებით, გორის ვიცე მერმა ნიკა ღვინიაშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარლენ ნადირაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
მემორიალის მიმდებარე სკვერში ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვეტერანებიც შეიკრიბნენ. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირები და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას.
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა