გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06 , 598 26 00 01
აქციის ფარგლებში დაირგო დაახლოებით 150 სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, მათ შორის ტუია, კვიპაროსი, იფანი, ნეკერჩხალი და სხვა დეკორატიული ჯიშები. გამწვანების სამუშაოები გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა.
შეჯიბრებაში, ჩვენი ქვეყნის ოცამდე ქალაქის წარმომადგენელი ფალავნები 10 წონით კატეგორიაში იბრძოლებენ მედლების მოსაპოვებლად.
შეჯიბრებაში, რომელშიც 2013 წელს დაბადებული ფეხბურთელებისგან შემდგარი 8 გუნდი მონაწილეობდა, გარდამავალი თასის მფლობელი „თბილისის ლოკომოტივი“ გახდა.
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 50 - მდე შშმ პირს ეტლი უსასყიდლოდ გადაეცა. დამხმარე მოწყობილობის შერჩევისას მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული მომხმარებლების ინდივიდუალური საჭიროებები.
პროექტის ფარგლებში მოეწყო ლანდშაფტის ფოტოგამოფენა სახელწოდებით „ადგილობრივი ფოტოგრაფების თვალით დანახული ტანისა და თეძმის ხეობა“, გასართობ-საგანმანათლებლო სივრცე პატარებისთვის, სპორტული და გასართობი სივრცეები.
შეჯიბრებას სპორტის ქომაგებთან ერთად, დაესწრნენ და გამარჯვებულები დააჯილდოვეს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე ბუზალაძემ და პარლამენტის წევრმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.
ფესტივალი გახდება პირველი ნაბიჯი ყოველწლიური ტრადიციის ჩამოყალიბებისკენ.
გამოფენა ტურიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ტურიზმის განყოფილების ინიციატივით, 26 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა.
დოკუმენტაციის წარდგენის ვადა16 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა.
2025 წელს გორის საპატიო მოქალაქის ტიტული ხუთ გამორჩეულ მოქალაქეს მიენიჭა.
გორის მერია სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურეობების დაფინანსებასა და ფულადი დახმარებების გაცემას 2025 წელსაც აგრძელებს.