გიორგი ხინჩეგაშვილის ხსოვნის IX მემორიალური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში
გორელთა გუნდური გამარჯვებით დასრულდა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონის, გიორგი ხინჩეგაშვილის ხსოვნის IX მემორიალური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში.
შეჯიბრებას სპორტის ქომაგებთან ერთად, დაესწრნენ და გამარჯვებულები დააჯილდოვეს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე ბუზალაძემ და პარლამენტის წევრმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.
ტურნირზე იასპარზა საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა და სომხეთის 280 - ზე მეტმა მოჭიდავემ, რომელიც 10 წონით კატეგორიაში გაიმართა.
შეჯიბრება გორის სპორტის სასახლეში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
გიორგი ხინჩეგაშვილის ხსოვნის მემორიალური ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.