
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

12 აგვისტო, 2026
გორში „ახალგაზრდული დღეები 2026“ ფესტივალით გაიხსნა.
ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თორნიკე ფხაკაძე დაესწრო.
ფესტივალის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის დღის განმავლობაში მრავალფეროვანი აქტივობები გაიმართა. 16:00 საათიდან ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, სადაც სტუმრებს ადგილობრივი პროდუქციის გაცნობისა და შეძენის შესაძლებლობა ჰქონდათ.
ახალგაზრდებისთვის ასევე გაიმართა შემეცნებით - ინტერაქციული თამაში „City Game“, ხოლო მუსიკალურ გაფორმებაზე დღის განმავლობაში DJ - ები ზრუნავდნენ.
„ახალგაზრდული დღეები 2026“ აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა სპორტული, კულტურული, საგანმანათლებლო და გასართობი აქტივობა გაიმართება.
პროექტის მიზანია ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა, მათი შესაძლებლობებისა და ინტერესების გამოვლენა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ასევე კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარების გაძლიერება.
პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის „ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ფინანსდება, ხოლო მის განხორციელებას „საქართველოს ლიდერთა ლიგა“ უზრუნველყოფს.