სიახლეები

მთავარი

08 აგვისტო, 2026

8 აგვისტო

გორში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს და დაღუპულ გმირთა მემორიალები გვირგვინებით შეამკეს.

ღონისძიებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანიც დაესწრო.

8 აგვისტოსთან დაკავშირებით, ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში გორისა და ატენის ეპისკოპოსმა, მეუფე ანდრიამ, მშვიდობის პარაკლისი აღავლინა. პარაკლისის დასრულების შემდეგ, ტაძრის მიმდებარედ, სვეტთან, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა. ეს დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმეს მოგონებად რჩება — ომმა უამრავი ოჯახი დააზარალა და ქვეყანას უდიდესი ტკივილი დაუტოვა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. 

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით