
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

07 ივლისი, 2026
გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე გორელ ახალგაზრდა შემსრულებელს – პროექტ „რანინას“ გამარჯვებულ დავით ლომიძეს შეხვდა და წარმატება მიულოცა.
გორელი დავით ლომიძე საქართველოს საბავშვო ევროვიზია 2026 - ზე წარადგენს. საბავშვო ევროვიზია მალტაში 2026 წლის 24 ოქტომბერს ჩატარდება.
დავით ლომიძეს, გორის მუნიციპალიტეტის მერიის "კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის" ფარგლებში, ფულადი ჯილდო და სიგელი გადაეცა. პროგრამის ფარგლებში, პროექტ „რანინაში“ მონაწილე კიდევ ერთი გორელი ახალგაზრდა ლუკა ბუთურიშვილიც დაჯილდოვდა.
შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი და მერის მოადგილე თორნიკე ფხაკაძე ესწრებოდნენ. მათ ახალგაზრდა შემსრულებელს მიღწეული წარმატება მიულოცეს და ევროვიზიაზე გამარჯვება უსურვეს.