სიახლეები

მთავარი

04 ივლისი, 2026

„ქართული ლიგა - სკოლის სცენა“

საგანმანათლებლო - გასართობი პროექტის „ქართული ლიგა - სკოლის სცენა“ გამარჯვებული №10 საჯარო სკოლის მხიარულთა და საზრიანთა კლუბი „არეულები“ გახდა.

მეორე ადგილი გორის №7 საჯარო სკოლის გუნდმა „გორული მწვანე“ მოიპოვა, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი გორის №2 საჯარო სკოლის გუნდმა „ლიახვის ტალღა“ დაიკავა.

ფინალურ ეტაპზე გორის ექვსი საუკეთესო სკოლის – №2, №7, №8, №10, №11 და №12 საჯარო სკოლების მხიარულთა და საზრიანთა კლუბები მონაწილეობდნენ. მონაწილეებმა მაყურებლისა და ჟიურის წინაშე იუმორით, კრეატიულობითა და სცენური ოსტატობით გამორჩეული ნომრები წარადგინეს.

კომპეტენტურმა ჟიურიმ გამარჯვებულები იუმორის, კრეატიულობის, შესრულების მანერისა და სცენური ხელოვნების მიხედვით გამოავლინა.

გამარჯვებულ გუნდებს სპეციალური პრიზები და ჯილდოები გადაეცათ. ჟიურის განსაკუთრებული სიმპათიის მფლობელი გახდა გორის №7 საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ ახალკაცი, რომელიც სპეციალური თასით დაჯილდოვდა.

„ქართული ლიგა - სკოლის სცენა“ მიზნად ისახავს ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას შემოქმედებით პროცესებში, მათი უნარებისა და ნიჭის აღმოჩენასა და განვითარებას.

პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ „საერთაშორისო ინოვაციური ინდუსტრიის“ თანადაფინანსებით განხორციელდა.

სხვა სიახლეები
მთავარი
07 ივლისი, 2026
მერი პროექტ „რანინას“ გამარჯვებულ დავით ლომიძეს შეხვდა
გაიგე მეტი
მთავარი
04 ივლისი, 2026
მეჯვრისხევში რობოკლუბი გაიხსნა
გაიგე მეტი
მთავარი
03 ივლისი, 2026
„მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის”
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით