
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

03 ივლისი, 2026
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგრამის „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის” ფარგლებში, გორის კულტურისა და დასვენების პარკის (ახალბაღის) ტერიტორიაზე 300 ძირი ხე-მცენარე დაირგო. მათ შორისაა 70 ცაცხვი, 150 მელია და 80 კედარი.
გორის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე ხე-მცენარეების დარგვა ეტაპობრივად გაგრძელდება. რგვები შემოდგომაზე გაგრძელდება და პარკში ჯამში 1 300 ხე-მცენარე დაირგვება. აქედან, შემოდგომაზე დამატებით 1 000-მდე ხე-მცენარე გაშენდება, მათ შორის ქარსაფარი ზოლების მოსაწყობად.
გამწვანების ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაზე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, საქართველოს პარლამენტის წევრი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ასევე სამინისტროს, ფონდისა და მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები.
პროგრამა „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის” მიზნად ისახავს საჯარო ურბანული და სარეკრეაციო სივრცეების განვითარებას, ეკოლოგიური ბალანსის გაძლიერებას და ადამიანზე ორიენტირებული, ხარისხიანი გარემოს შექმნას.
ამ დროისთვის, პროგრამის „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის“ ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით უკვე 1 500-მდე ხე-მცენარეა დარგული.