სიახლეები

მთავარი

04 ივლისი, 2026

მეჯვრისხევში რობოკლუბი გაიხსნა

გორის მუნიციპალიტეტის ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ მეჯვრისხევში რობოკლუბი გაიხსნა. სკოლის ეზოში წარმოდგენილი იყო ის LEGO რობოტექნიკა, რომლითაც მოზარდები სასწავლო კურსს გაივლიან.
რობოკლუბის გახსნასთან დაკავშირებით გაიმართა ღონისძიება, რომელშიც ძირითადად ადგილობრივი მოზარდები და ახალგაზრდები მონაწილეობდნენ.
რობოკლუბის გახსნას მეჯვრისხევში გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან სიმონ გულედანთან, საკრებულოს წევრებთან და ორგანიზაცია SICPA- ს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

რობოკლუბი მეჯვრისხევის გარდა, გორსა და მუნიციპალიტეტის სამ სოფელში გაიხსნება, სადაც მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ გადამზადნენ და შეიძინონ LEGO რობოტექნიკის, პროგრამირების და პრაქტიკული სწავლებისათვის აუცილებელი ცოდნა და უნარები.
ინიციატივის მიზანია რეგიონებში მცხოვრები მოზარდებისთვის თანამედროვე STEM განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ახალგაზრდებში ტექნოლოგიური და საინჟინრო უნარების განვითარება და ინოვაციური აზროვნების წახალისება.

ინოვაციური LEGO რობოტექნიკის სასწავლო კომპლექტები ორგანიზაცია SICPA-მ, მემორანდუმის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტს მერიას გადასცა.
სასწავლო კურსს ა(ა)იპ საერთაშორისო ტექნოლოგიური ინტელექტი განახორციელებს.
პროექტი, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ხელშეწყობით ხორციელდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
07 ივლისი, 2026
მერი პროექტ „რანინას“ გამარჯვებულ დავით ლომიძეს შეხვდა
გაიგე მეტი
მთავარი
04 ივლისი, 2026
„ქართული ლიგა - სკოლის სცენა“
გაიგე მეტი
მთავარი
03 ივლისი, 2026
„მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის”
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით