სიახლეები

მთავარი

18 მაისი, 2026

გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა

გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა.

გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ, მოადგილესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სერგი მაკალათიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა.

ამ დღესთან დაკავშირებით გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. მოეწყო ტრადიციული რეწვისა და ხალიჩის ქსოვის მასტეკლასები, სითვით (ნაცურით) ქარგვა და სამკაულის დამზადება. მუზეუმის სივრცში გამოიფინა მეთოჯინე ლალი ყაზიშვილის ნამუშევრები.

ბერბუკის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია -„ჩემი ქალაქის წარსულიდან - ქალთა საზოგადოებრივი და მოხალისეობრივი ორგანიზაციები გორში XIX-XX სს-ის მიჯნაზე“.

მუზეუმის რამდენიმე სივრცეში, სპეციალურად ამ დღისთვის, მოეწყო ქართული ტრადიციული ყოფის ამსახველი კუთხეები, სადაც დამთვალიერებლებს სამახსოვრო ფოტოების გადაღების შესაძლებლობა აქვთ.

მუზეუმების საერთაშორისო დღე 1977 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) მიერ დაფუძნდა. ამ დღისთვის თემას ICOM-ის მრჩეველთა საბჭო ყოველწლიურად ირჩევს.

სხვა სიახლეები
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით