
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

24 მარტი, 2026
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში და გორში, აბრამაშვილის ჩიხში რკინა - ბეტონის საყრდენი კედლების მშენებლობის პროცესი მიმდინარეობს.
აბრამიშვილის ჩიხში, სადაც ბეტონის 27 მეტრიანი საყრდენი კედელი მოწყობა მიმდინარეობს, ღია ეროზირებული ფერდი საფრთხეს უქმნიდა მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ სახლებს.
ატენში გზის მონაკვეთი, რომლის მიმდებარედ 25 მეტრი სიგრძის საყრდენი კედელი შენდება, ადგილობრივ მოსახლეობას სავარგულებთან აკავშირებს.
საყრდენი კედლების მოწყობის შემდეგ, ორივე ლოკაციაზე მნიშვნელოვნად შემცირდება მიწის ჩამოშლის რისკი და უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებელი სახლებისა და მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილება.